четверг, 11 августа 2011 г.

გლობალური დათბობა


პროექტის სახელწოდება:      ენერგია. ადამიანის  როლი დედამიწის  გლობალური დათბობის  პრიცესში
პროექტის მთავარი იდეა:    მოზარდები   ადრეული  ასაკიდან ვერ ითავისებენ სამყაროს საერთო პრობლემას  დედამიწის ატმოსფეროს დაბინძურებასთან დაკავშიერბით,  ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, ვერ ფლობენ ადამიანის როლს ამ საკითხებში,  რაც შემდგომში იწვევს პრობლემების მეტად გამწვავებას, ამ  საკითხებისადმი პასიურ დამოკიდებულებას  მივყავართ    დედამიწის ატმოსფეროსა და ბიოსფეროს განადგურებასა და ეკოლოგიური კატასტროფებისაკენ.
პროექტის აქტუალობა:      მოსწავლეები აცნობიერებენ თავიან როლს ეკოლოგიის საკითხებში,  გაითავისებენ მის აქტუალობას და თავიანთ წვლილს შეიტანებენ   აღნიშნული      პრობლემების მოგვარებაში.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები  დაეუფლებიან ცოდნას ეკოლოგიური პრობლემების მიზეზების, გლობალური დათბობის მიზეზების, სათბურის ენერგიის წარმოქმნის მიზეზების და ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ. 
პროექტზე   მუშაობა   ხელს  შეუწყობს   ენერგიის ,,მიღების“ ალტერნატიული გზების შესახებ  ინფორმაციის მოძიებას,  არაგანახლებადი წყაროების გარჩევას,  გარემოზე გავლენის მიხედვით მათი ღირებულებების , საზოგადოებრივი პრიორიტეტების შეფასებას და  დაზოგვის შესახებ  მსჯელობას.  ინფორმაციის  კვლევის, გავრცელების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. აქტიურად  ჩაერთოიბიან   ცხოვრებაში მისი  მოგვარების  გზების განხორციელებაში სხვადასხვა მიმართულების მიხედვით: ტრანსპორტის გამართულობა,დედამიწის მწვანე საფარით გამდიდრება , ნიადაგის, წყლებისა და ატმოსფეროს დაცვა დაბინძურებისაგან, ალტერნატიული საწვავების გამოყენება,  ეკოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენება, ბუნებრივი რესურსების ყაირათიანი მოხმარება და ა.შ.
მოსწავლეთა  ასაკი:    IX  კლასი
ვადები /ხანგრძლივობა:   I I   სემესტრი
მოსალოდნელი შედეგები:  შეიქმნება  პრეზენტაცია ენერგიის ფორმების,  მათი გამოყენების,   სათბურის ეფექტის , დედამიწის ატმოსფეროს  დაბინძურების ,გლობალური დათბობის, ეკოლოგიის  პრობლემების შესახებ.
შეიქმნება   ელექტრონული ინფორმაცია,  ვიდეომასალები,  სურათები, პლაკატები, სტენდები,  პრეზენტაციები.ყოველივე ეს განთავსდება ბლოგზე .
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, პროექტორი,  ფოტოაპარატი,   სხვადასხვა  ფორმატის ქაღალდები. ცარცი.
პროექტის მსვლელობა:
1.      თემის შერჩევა შეკითხვით:  რა როლი ენიჭება სითბურ ენერგიას დედამიწის ატმოსფეროს საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდაში?
2.      საპროექტო ჯგუფების  ჩამოყალიბება:   კლასი დაიყოფა IV   ჯგუფად .
3.      დავალებების განაწილება ჯგუფების მიხედვით:
4.        ჯგუფი---  მოამზადებს პრეზენტაციას  გლობალური დათბობის მიზეზების, ეკოლოგიური პრიბლემების შესახებ.
II  ჯგუფი---   მოამზადებს  პრეზენტაციას  ადამიანის  დადებითი და უარყოფითი როლის შესახებ დედამიწის ატბოსფეროს გლობალური დთბობის პროცესში.
III  ჯგუფი---  მოამზადებს პრეზენტაციას სითბური ენერგიის გამოყენების და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზების შესახებ.
IV  ჯგუფი--- მოამზადებს ვიდეომასალებს,  სურათებს,  სტენდებს,  მოამზადებს  ჩანახატებს  თემაზე: ,,  მე მიყვარს ჩემი პლანეტა“ სკოლის ეზოში შესასრულებლად.
პროექტის  დასასრულს ჯგუფები წარადგენენ  მათ მიერ გაწეულ  სამუშაოებს. გააკეთებენ   პროექტის ანგარიშს  საზოგადოების წინაშე.
მოძიებულ ინფორმაციაზე  კეთდება  დასკვნა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმიასთან, ბიოლოგიასთან,  გეოგრაფიასთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი:  ა.  ახვლედიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   megrajar@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:  megrajar.blogspot.com

 გაკვეთილის გეგმა: ,,წფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა"


Комментариев нет:

Отправить комментарий